განათლების კვლევების ცენტრი

ცენტრის საქმიანობა – კვლევა და სწავლება

ცენტრი აერთიანებს კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას და ქმნის შესაძლებლობებს როგორც კვლევებისთვის, ასევე საგანმანათებლო პოლიტიკის ანალიზსა და  განათლების საკითხებზე ორიენტირებული საჯარო დისკუსიებისთვის.

ჩვენი ამოცანაა:

  • ვაწარმოოთ სანდო და პრაქტიკულად გამოსადეგი კვლევები განათლების სფეროში
  • წავახალისოთ ინტერდისციპლინური კვლევები და სისტემური ანალიზი განათლებაში
  • ხელი შევუწყოთ კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის დამკვიდრებას
  • შევქმნათ პროფესიული განვითარების სივრცე განათლების მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის

ცენტრი მხარს უჭერს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართულობას განათლების კვლევებში.

რას ვაკეთებთ

  • ვახორციელებთ კვლევებს განათლების პოლიტიკის, მართვის, სწავლა-სწავლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით
  • ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
  • ვქმნით სივრცეებს საჯარო დისკუსიებისთვის, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის განათლების სექტორში არსებული საკვანძო საკითხებისა და სიახლეების გარშემო.