განათლების კვლევების ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტშორისი ერთეულია, რომელიც განათლების სფეროში კვლევების განხორციელებასა და განათლებაში აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ცენტრი 2024 წელს შეიქმნა ორი ფაკულტეტის – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის – ერთობლივი ინიციატივით. მისი შექმნის მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც განათლებაზე მომუშავე მკვლევრები, სტუდენტები, ანალიტიკოსები თუ პრაქტიკოსები ერთად იმუშავებენ ქვეყანაში და რეგიონში არსებულ საგანმანათლებლო გამოწვევებზე.
კონტაქტი