უმაღლესი განათლების ტენდენციები და უმაღლესი განათლების პროფესიონალების კომპეტენციები
მკლევართა ჯგუფი: ქეთი ცოტნიაშვილი, გიორგი მელიქაძე, ნინო ლაცაბიძე, ლია ტვილდიანი, ანა ქათამაძე, მარიამ ღამბაშიძე
კვლევა წარმოადგენს სიღრმისეულ ანალიზს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ტენდენციებისა და იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე უმაღლესი განათლების პროფესიონალების მიმართ ყალიბდება. უმაღლესი განათლების ტენდენციები განიხილავს სექტორში განვითარებულ მიდგომებს, დამკვიდრებულ პრაქტიკებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც ითვალისწინებს სექტორის პოლიტიკის, ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი ცვლილებების დინამიკას. შრომის ბაზრის ანალიზი აქცენტს აკეთებს უმაღლესი განათლების პროფესიონალების იმ უნარებსა და კომპეტენციებზე, რომლებიც დამსაქმებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სწრაფად ცვალებად გარემოში ეფექტიანი საქმიანობისთვის.
უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ანალიზი – განათლების მკვლევრები: ქეთი ცოტნიაშვილი, ლელა ჩახაია
პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტში განხილულია 2025 წელს დამტკიცებული უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია. ხაზგასმულია კონცეფციისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისა და დანერგვის პროცესში არსებული კრიტიკული ხარვეზები. ნაჩვენებია, რომ როგორც კონცეფციის შედგენის პროცესი, ისე მასში მოცემული ინიციატივები საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობას და აფერხებს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ინსტიტუციურ ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ვალდებულებებსა და მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით.