განათლების კვლევების ცენტრი

პროექტი “HERI – უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია”

პროექტის მიზანია უმაღლესი განათლების მიმართულებით სამაგისტრო პროგრამის შექმნა, რომელიც მოამზადებს თანამედროვე ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილ პროფესიონალებსა და მკვლევრებს. პროექტი ხორციელდება ტამპერეს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების კვლევით ჯგუფთან თანამშრომლობით და მოიცავს კურიკულუმის ერთობლივ შემუშავებას, აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და სტუდენტთა მობილობის შესაძლებლობების შექმნას.

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს უმაღლესი განათლების სექტორისა და შრომის ბაზრის სიღრმისეულ კვლევას, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა. მომდევნო ეტაპი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის დეტალურ შემუშავებას, ხოლო დასკვნით ეტაპზე პროგრამის წარდგენას საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოში.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში.