უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესია

31 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში განათლების კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების სფეროს ტენდენციებისა და დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. ამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უფრო მეტადაა განვითარებული, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იზრდება უნივერსიტეტების ეფექტიანი მართვისა და უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზის მნიშვნელობა. HERI პროექტის „უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ ფარგლებში […]
უმაღლესი განათლების სექტორის შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

31 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება „უმაღლესი განათლების სპეციალისტი, როგორც პროფესია“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო უმაღლესი განათლების სექტორის შრომის ბაზრისა და სამომავლო ტენდენციების კვლევის შედეგები. განათლების კვლევების ცენტრის მიერ პროექტის HERI (სამაგისტრო პროგრამა „უმაღლესი განათლება, კვლევა, ინოვაცია“) ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების სპეციალისტის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი განვითარების პერსპექტივების განხილვას. კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განსაკუთრებული […]
ვორქშოფები CoARA Boost პროექტის ფარგლებში

2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, CoARA Boost პროექტის “Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვორქშოფების სერია ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო CoARA Boost ინსტიტუციური საპილოტე პროექტის ძირითადი შედეგებისა და მიგნებების წარდგენა და განხილვა. შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგები და ახალი მონაწილეობითი კვლევის […]
საინფორმაციო შეხვედრები ფაკულტეტებთან კვლევის შეფასების რეფორმის შესახებ

CoARA Boost ინსტიტუციური პროექტის “Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრების მიზანი იყო პროექტის მიზნების გაცნობა, კვლევის შეფასების რეფორმის აუცილებლობის ახსნა და დაგეგმილი აქტივობების წარდგენა. აკადემიურ პერსონალს მიეცა შესაძლებლობა გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება, შეხედულებები და მოლოდინები არსებული შეფასების პრაქტიკებთან დაკავშირებით. […]
CoARA Boost პროექტის წარდგენა რექტორსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან

2025 წლის 25 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა CoARA Boost ინსტიტუციური საპილოტე პროექტის “Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“ პრეზენტაცია რექტორისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის, მათ შორის — ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და დეკანებისთვის. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი მიგნებები და გამოვლენილი გამოწვევები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კვლევის შეფასების ინსტიტუციურ მართვაზე, წახალისების მექანიზმებზე და […]
Coara Boost ინსტიტუციური პროექტის ფარგლებში შეხვედრა განათლებისა და ტექნოლოგიების სკოლებთან

CoARA Boost ინსტიტუციური საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2025 წლის 20 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა განათლებისა და ტექნოლოგიების სკოლების წარმომადგენლებთან, დეკანებთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები, მიმდინარეობა და მისი მნიშვნელობა უნივერსიტეტში კვლევის დაგეგმვისა და შეფასების პრაქტიკის რეფორმირების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური შეფასების, კარიერული განვითარების და […]
რეფორმის 14 კონტრარგუმენტი და გზები უმაღლესი განათლების სისტემის გადასარჩენად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზის საფუძველზე მოამზადეს დოკუმენტი „14 კონტრარგუმენტი საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ და რეკომენდაციები ზიანის შესამცირებლად“. დოკუმენტი აერთიანებს რეფორმასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ, აკადემიურ და სისტემურ გამოწვევებს და აფასებს რეფორმის დაგეგმვის პროცესს და მის შესაძლო გავლენას უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე, უნივერსიტეტების ავტონომიასა და საქართველოს ევროპულ საგანმანათლებლო […]
კონფერენცია “უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა”

14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „HERI – უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ შემაჯამებელი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“. კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის სამუშაოს შეჯამებას და პროექტის ფარგლებში შექმნილი სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის წარდგენას. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო CoARA-ს […]