ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზის საფუძველზე მოამზადეს დოკუმენტი „14 კონტრარგუმენტი საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის წინააღმდეგ და რეკომენდაციები ზიანის შესამცირებლად“.
დოკუმენტი აერთიანებს რეფორმასთან დაკავშირებულ ძირითად სამართლებრივ, აკადემიურ და სისტემურ გამოწვევებს და აფასებს რეფორმის დაგეგმვის პროცესს და მის შესაძლო გავლენას უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე, უნივერსიტეტების ავტონომიასა და საქართველოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობაზე.
ამასთანავე წარმოადგენს რეკომენდაციებს პოტენციური ზიანის შემცირებისა და განათლების სისტემის განვითარების ალტერნატიული გზების შესახებ.
მიუხედავად ხანგრძლივი საჯარო დისკუსიისა და არსებული ანალიტიკური მასალებისა, აქამდე არ არსებობდა ერთიანი, მოკლე და არგუმენტებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც სისტემურად გააერთიანებდა კრიტიკულ შეფასებებს. ეს დოკუმენტი სწორედ ამ სიცარიელის შევსებას ისახავს მიზნად.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: pr@iliauni.edu.ge