14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „HERI – უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია“ შემაჯამებელი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“.
კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო პროექტის სამუშაოს შეჯამებას და პროექტის ფარგლებში შექმნილი სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის წარდგენას.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო CoARA-ს პროექტს, რომელიც კვლევითი საქმიანობის თვისებრივი შეფასების მოდელზე გადასვლით კვლევით საქმიანობაში ინდივიდუალურ და კოლექტიურ წვლილს აკავშირებს. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიმდინარე სამუშაოს და CoARA-ს პრინციპების დანერგვის მიდგომებს.
ბოლო სესია დაეთმო პანელურ დისკუსიას, სადაც გაიმართა მსჯელობა უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავლზე მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ.
