განათლების კვლევების ცენტრი

CoARA Boost დაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი “Linking the Individual and Collective Responsibility: Transforming the Research Planning and Evaluation Culture“.

ინსტიტუციური საპილოტე პროექტის მიზანია ახალი მონაწილეობითი კვლევის შეფასებისა და დაგეგმვის მოდელისა  და მრავალფეროვანი კრიტერიუმების გამოყენებით ციკლური შეფასების პროცესის პილოტირება.

Coalition for Advancing Research Assessment (CoARA) იმ ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც მხარს უჭერს  კვლევითი საქმიანობის შეფასების მეთოდების და პროცესების განვითარებას.  2024 წელს ილიაუნი  გახდა  კოალიციის წევრი და კვლევის შეფასების რეფორმირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერი. 700-ზე მეტი  კვლევითი ორგანიზაცია, დამფინანსებელი, პროფესიული საზოგადოებები და ასოციაციები იზიარებენ საერთო ხედვასა და სახელმძღვანელო პრინციპებს კვლევის, მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების შეფასებისთვის რეფორმის განსახორციელებლად.

2024 წლის  CoARA Boost პროექტის პირველი  საგრანტო კონკურსის ფარგლებში 63 შეფასებული პროექტიდან  25 დაფინანსდა.  ამ პროექტების  მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლას, ინსტიტუტებში ახალი ინიციატივების პილოტირებას და ხანგრძლივი ინსტიტუციური ცვლილებების უზრუნველყოფას. დაფინანსება ხორციელდება ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.