ცენტრი აერთიანებს კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას და ქმნის შესაძლებლობებს როგორც კვლევებისთვის, ასევე საგანმანათებლო პოლიტიკის ანალიზსა და განათლების საკითხებზე ორიენტირებული საჯარო დისკუსიებისთვის.
ჩვენი ამოცანაა:
- ვაწარმოოთ სანდო და პრაქტიკულად გამოსადეგი კვლევები განათლების სფეროში
- წავახალისოთ ინტერდისციპლინური კვლევები და სისტემური ანალიზი განათლებაში
- ხელი შევუწყოთ კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის დამკვიდრებას
- შევქმნათ პროფესიული განვითარების სივრცე განათლების მკვლევრებისა და პრაქტიკოსებისთვის
ცენტრი მხარს უჭერს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართულობას განათლების კვლევებში.
რას ვაკეთებთ
- ვახორციელებთ კვლევებს განათლების პოლიტიკის, მართვის, სწავლა-სწავლებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით
- ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
- ვქმნით სივრცეებს საჯარო დისკუსიებისთვის, მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის განათლების სექტორში არსებული საკვანძო საკითხებისა და სიახლეების გარშემო.